ეუთოს მოკლევადიანი სამდაკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელონა ჯებრეა ჰოჯა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი პია კაუმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. სადამკვირვებლო მისიის წარმადგენლები, როგორც დემონსტრანტებს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ. ისინი, საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს, ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, ხელისუფლებას კი მოუწოდებენ პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის ძირითად თვისუფლებებს.
„მივესალმები ხალხის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების გამოყენებას, მაგრამ, შეუძლებელია ძალადობრივი მოქმედებების შეწყნარება. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, იყვნენ მშვიდობიანი. ამასთან ერთად, პოლიციას აქვს ვალდებულება, გამოიჩინოს თავშეკავება დემონსტრანტების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინონ დემონსტრანტების ხმა და პატივი სცენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს“ - აცხადებს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.
ასევე ნახეთ: ოპოზიცია ივანიშვილს 3 მოთხოვნას უყენებსპია კაუმა მოუწოდებს მხარეებს, დაძლიონ პოლარიზება და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთონ.
"მოვუწოდებ ყველა აქტორს, ჩაერთონ კონსტრუქტიულ დიალოგში, რათა გადალახონ არსებული პოლარიზაცია. ამასთან, ყურადღება მიაქციონ საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებულ გზავნილებს. მინდა, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ არჩევნების გაყალბების ბრალდებებზე, ინკლუზიური პროცესით რეაგირებისთვის"- აცხადებს კაუმა.