ვირტუალურ სამიტზე დიდმა ოცეულმა პირობა დადო, რომ ძალღონეს არ დაიშურებს კოვიდ-19-ის ვაქცინის ფართოდ გავრცელების უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება კოვიდ-19-ის ვაქცინებს, ტესტებსა და მკურნალობას, "ძალისმხევას არ დავიშურებთ, უზრუნველვყოთ მათი სამართლიანი ხელმისაწვდომობა, ყველა ადამიანისთვის" - ნათქვამია ჯგუფის საობოლოო მოხსენებაში.
დიდი ოცეულის ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის შესახებ, რომ პანდემია კიდევ უფრო გაარღმავებს დაყოფას, მდიდრებსა და ღარიბებს შორის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირი ვაქცინების, ტესტებისა და კოვიდ-19-თან საბრძოლველად საჭირო სხვა საშუალებების თანაბრად და სწრაფად განაწილებისთვის, $4.5 მილიარდის ოდენობის ფინანსების მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობს.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დაახლოებით, $593 მილიონის კონტრიბუციის პირობა დადო. რუსეთის პრეზიდენტმა, რუსული ვაქცინის "სპუტნიკ V" - ის მიწოდების შესახებ გააკეთა შეთავაზება, ჩინეთმა კი ვაქცინებთან დაკავშორებით თანამშრომლობის პირობა დადო.
სამიტის ფარგლებში, "პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ხაზი გაუსვა ოჯახებისა და დასაქმებულთა ხელშეწყობის პოლიტიკის მნიშვნელობას" - ნათქვანია თეთრი სახლის პრესმდივნის მიერ გავრცელეულ განცხადებაში.
"მან ასევე, ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს ირგვლივ, ქალთა სიძლიერეში ინვესტიციის კუთხის არსებულ ისტორიულ მიღწევებს და ქვეყნებს მეტის გაკეთებისკენ მოუწოდა" - ნათქვამია თეთრის სახლის განცხადებაში.
წელს პანდემიის გამო, სამიტი, ძირითადად, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.