რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბერძენ კოლეგა, ნიკოს დენდიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის და თურქეთის მიდგომები „ზოგიერთი პრობლემის მიმართ განსხვავებულია სხვადასხვა შემთხვევაში, ჩვენ მაინც ვპოულობთ საერთო საყრდენს.“
მან ასევე დასძინა, რომ „თურქეთთან ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არა - უპრობლემო. ვახერხებთ ძალისხმევის გაერთიანებას და ერთმანეთისთვის დახმარებას, რათა ვიმოძრაოთ პირობების შესაქმნელად, რაც უზრუნველყოფს კრიტიკული ვითარებების ნორმალიზებას. თურქეთთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ,“ განაცხადა ლავროვმა.
ასევე ნახეთ: საბერძნეთის ბრალდება და ევროკავშირის გაფრთხილება თურქეთსაღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სადავო ნაწილის შესახებ ანკარასა და ათენს შორის გაგრძელებულ დაპირისპირებაზე ლაპარაკისას ლავროვმა თქვა, რომ ეს საკითხი დიპლომატიური გზებით უნდა გადაიჭრას. ლავროვის თქმით, ნებისმიერი პრობლემა ორ ქვეყანას შორის უნდა მოგვარდეს დიალოგის გზით, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ვითარება.
ამ ფონზე, საფრანგეთი და გერმანია თურქეთს, ევროკავშირის წინააღმდეგ პროვოკაციების გაგრძელებაში სდებენ ბრალს. მიუხედავად ევროკავშირის სამიტის 2 ოქტომბრის შეთანხმებისა, რომ სადაო წყლებში თურქეთს ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება უნდა შეეწყვიტა, თურქეთი აცხადებს, რომ წიაღისეულის მოპოვების ოპერაციას განაახლებს.
Your browser doesn’t support HTML5
წიაღისეულის მომპოვებელი გემი თურქეთმა სადავო ტერიტორიიდან, ევროკავშირის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე გაიყვანა. მაშინ, ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ სანქციებზე მსჯელობდა.
ევროკავშირი აცხადებს, რომ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს 2 დეკემბერს ჩანიშნულ სამიტზე კვლავ განიხილავს.