ვაშინგტონი —
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ევროკავშირს უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო საყვედურობს. დღეს მოსკოვში გერმანელ კოლეგა -ფრენკ ვალტერ შტაინმაიერთან- ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინაში „გავლენის სფეროს“ ქმნის, რათა უკრაინა აიძულოს მასთან დაამყაროს მჭიდრო კავშირი და არა რუსეთთან.
ლავროვის თქმით, შექმნილი სიტუაცია „აშკარაა“ და დიპლომატიური რიტორიკით ამ ფაქტის დამალვა შეუძლებელია. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ შტაინმაიერი მას ეთანხმება. გერმანიის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინა არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც „გეოპოლიტიკური ჭადრაკის თამაში“. შტაინმაიერი აცხადებს, რომ უკრაინელებს უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ თავად აირჩიონ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების გზა.