ამერიკის პრეზიდენტი სერგეი ლავროვს შეხვდა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდა. ორი ქვეყნის ტოპ დიპლომატები, უკრაინის და სირიის საკითხებს განიხილავდნენ. მოგვიანებით ლავროვი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

ლავროვმა ვაშინგტონში 2013 წლის შემდეგ პირველად გამართა შეხვედრა.

ტილერსონი და ლავროვი ერთმანეთს გასულ თვეს შეხვდნენ, ამერიკის მიერ სირიაში სამთავრობო ბაზაზე განხორციელებული შეტევის შემდეგ რაც ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას უკავშირდებოდა.