ვაშინგტონი —
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ორშაბათს განხორციელებული სამხედრო კამპანიის დროს ქალაქ სლავიანსკში 30-მდე პრო-რუსი სეპარატისტი დაიღუპა. არსენ ავაკოვმა დღეს განაცხადა, რომ შეტაკებებში დაიღუპა ოთხი სამთავრობო ჯარისკაცი და დაშავებულია ოცამდე.
ამ ფონზე, ასევე დღეს, უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, შეწყვეტილია საჰაერო ფრენები დონეცკიდან და ასევე დონეცკის მიმართულებით. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ გაუქმდა საჰაერო მიმოსვლა და რა ხნით წყდება ფრენები.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეჭვის ქვეშ დააყენა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა. ლავროვმა ეს განცხადება ვენაში, ევროპის საბჭოს მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა და კერძოდ თქვა:
„არჩევნების ჩატარება მაშინ, როცა ქვეყნის არმია გამოიყენება მოსახლეობის ნაწილის წინააღმდეგ, საკმაოდ უჩვეულოა“-განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.
უკრაინაში მზარდი ძალადობის ფონზე, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს უცხადებს, რომ სურვილი აქვს მედიატორის როლი შეასრულოს ამ კონფლიქტის მოგვარებაში, იმ დრომდე ვიდრე ვითარება საბოლოოდ გამოვა კონტროლიდან.