ვაშინგტონში ალუბლების ყვავილობამ დაიგვიანა

ars go through a tunnel of blooming cherry blossoms in Tokyo Friday, March 22, 2013.

ვაშინგტონში უამინდობის გამო ალუბლების ყვავილობამ აპრილის შუა რიცხვებისკენ გადაიწია რამაც იქ მყოფ ტურისტებს გული დაწყვიტა

Your browser doesn’t support HTML5

ვაშინგტონი


ვაშინგტონი გაზაფხულზე თოვლით შეიმოსა, რამაც ქალაქის მცხოვრებთ პრობლემები შეუქმნა, ხოლო ტურისტებს გული დაწყვიტა, ვინაიდან საგაზაფხულო ტემპერატურას და ალუბლების აყვავებას ელოდნენ. უამინდობის მიუხედავად ტურისტები ვაშინგტონის ქუჩებში მაინც სეირნობდნენ. თომას ჯეფერსონის მემორიალთან, რომელიც მდინარე პოტომაკის ყურესთან სიახლოვეს მდებარეობს, ტურისტებს აყვავებული ალუბლების ნაცვლად თოვლ-ჭყაპი დახვდათ. ფოტოგრაფ ჯუდი იანგს იმედი ჰქონდა, რომ გაზაფხულის მთავარ ღირშესანიშნაობას , თოვლით დაფარული ალუბლების ყვავილობას ნახავდა და ფოტოებს გადაიღებდა.
"იმისთვის მოვედი რომ ამ მშვენიერი ალუბლების ხეებზე თოვლი მეპოვნა, ან კვირიტებისთვის გადამეღო სურათები, თუმცა სად არის თოვლი?! დილიდან წვიმს."

გაზაფხულის შესვენებაზე სკოლიდან გამოსული ჯგუფებიც ამინდის გამო გულდაწყვეტილი ჩანდნენ. ზოგიერთს ვერც წარმოედგინა რომ დღეს ასეთი სიცივე იქნებოდა, ამინდმა შეაფერხა ალუბლების ხეების ყვავილობა, ხეების რომლებიც 100 წლის წინ შეერთებულ შტატებს იაპონიამ აჩუქა.
სტუდენტს კალიფორნიიდან მარშალ თრუს იმედი ჰქონდა, რომ იაპონური ენის პედაგოგისთვის სპეციალური სუვენირის ჩატანას შეძლებდა.

ის ამბობს რომ, იაპონურს სწავლობს , იმედი ჰქონდა რომ აყვავებული ალუბლების ფოტოებს ნახავდა თუმცა ახლა მას იმედები გაუცრუვდა.
ტურისტი შვეიცარიიდან სონია ბასტიდასი ამბობს, რომ ბედად ზამთრის ტანსაცმელი თან ჩამოიტანეს რადგან ვაშინგტონში ზამთარია ახლა.

სონია ბასტიდასი და მისი მეგობარი, ისიც ტურისტი მარკ შმიდტი იმედოვნებდნენ, რომ ვაშინგტონის მიმზიდველ გაზაფხულს ნახავდნენ.
მარკ შმიდტი ამბობს რომ იმედი კი ჰქონდათ, თუმცა როგორც ჩანს, ცოტათი ადრეა. შეიძლება მოგზაურობის ბოლოს რაღაც მაინც ვნახოთ.

ეროვნულმა პარკმა ცივი ამინდის გამო განაახლა ინფორმაცია ალუბლების აყვავების პროგნოზთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის თანახმად, აპრილის შუა რიცხვებისთვის ალუბლების ხეები ვაშინგტონში მთლიანად გაყვავდება.