ორენოვან ხანდაზმულ ადამიანებს მენტალური აქტივობა განსაკუთრებულად განვითარებული აქვთ
Your browser doesn’t support HTML5
ადრეულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ხანდაზმულ ასაკაში ენის შესწავლა ტვინის ერთგვარ ვარჯიშს უდრის.
კენტუკის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ორ ენაზე საუბარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხანდაზმულ ასაკში იძენს. ბრაიან გოლდი მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელია:
„ფუნქციური უპირატესობა იმაში ვლინდება, რომ ორ ენაზე საუბრისას ადამიანის ტვინი უფრო მეტად ეფექტურად მუშაობს და შესაბამისად უფრო მეტად აქტიურია.“
მკვლევარებმა შემეცნებითი ცდა ჩაატარეს და ამისთვის სხვადასხვა ფერის და ფორმის საგნები გამოიყენეს. კვლევაში სამი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებმა მიიღეს მონაწილოება:
„დადგინდა, რომ ორ ენაზე მოსაუბრე ხანდაზმული ადამიანების ტვინის ეფექტურობა ახალგაზრდა ადამიანის ტვინის ეფექტურობას შეესაბამება. ერთე ენაზე მოსაუბრე ასაკოვანი ადამიანები ბევრად უფრო ნაკლები სისხარტით გამოირჩევიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ტვინი ნაკლებად გავარჯიშებული აქვთ.“
გოლდის თქმით, ახალგაზრდა ასაკში ერთ ენაზე და ორ ენაზე მოსაუბრე ადამიანთა შესაძლებლობები ერთმანეთისგან არ განსხვავდება.თუმცა როგორც კი საქმე ხანდზამული ასაკის კატეგორიაზე მიდგება, აქ სხვანაირი რეზულტატები ვლინდება.ორენოვან ხანდაზმულ ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში მენტალური აქტივობა განსაკუთრებულად განვითარებული აქვთ.
ცოტა ხნის წინ კენტუკის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ალცჰაიმერით დაავადებულ ორენოვან პაციენტებზე ჩაატარეს კვლევა. მსგავსი დაავადების დროს ორ ენაზე მოსაუბრე ავადმყოფის ტვინის ფუნქციები შედარებით ნაკლებ ატროფიას განიცდის.
„ორენოვნება ხანდაზმულ ადამიანებს ეხმარება იმაში, რომ ნაკლები ძალისხმევით უფრო მეტის გაკეთება შეძლონ.“
გოლდის თქმით, ორენოვნება ადამიანის ტვინში ფუნქციურ და დამცავ როლს ასრულებს. მისი მომავალი კვლევის საგანი ერთ ენაზე მოსაუბრე ხანდაზმული ადამიანის სხვა ქვეყანაში ემიგრაცია და ენის მოგვიანებით შესწავლის შედეგები იქნება.