ხმების ხელახლა გადათვლა ყირგიზეთში

ხმების ხელახლა გადათვლა ყირგიზეთში

კვირის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ხუთი ყირგიზული პარტია, ხმების ხელახლა გადათვლას თანხმდება, რათა ქვეყნის კოალიციურ მთავრობას მეექვსე პარტია შეემატოს.

პარტია არ-ნამუსის თავმჯდომარე აკილფეკ ზაპაროვმა ამის შესახებ დღეს განაცხადა.

ნაციონალისტურმა პარტია ბუტუნ ყირგიზეთმა 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და მხოლოდ 4.8 პროცენტი მოიპოვა.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის 200-მდე მხარდამჭერი ქუჩაში გამოვიდა და ხმების გადათვლა მოითხოვა. პარტია ბუტუნ ყირგიზეთის ლიდერის ადახან მადუმაროვის განცხადებით, საარჩევნო კომისიამ მინიმალური ბარიერის პროცენტი მიზანშეწონილად აწია, რათა მის პარტიას ზღვარი ვერ გადაელახა.