ყირგიზეთის პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა

ყირგიზეთის პოლიციამ ის 15 ადამიანი დააკავა, რომლებიც სავარაუდო სნაიპერები იყვნენ პრეზიდენტ ყურნმანბეკ ბაკიევის საწინააღმდეგოდ გამართულ დემონსტრანციაზე,რომლის დროსაც მშვიდობიანი მანიფესტანტები დაცხრილეს.

ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აზიმეკ ბეკნაზაროვმა გაავრცელა,თუმცა მას ეჭვმიტანილთა კოკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ,რომ 7აპრილს ყირგიზეთის დედაქალაქში შინაგან ძალებსა ძალებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს 85 ადამიანი დაღუპა .

აღსანიშნავია ,რომ გუშინ ყირგიზეთის პოლიციამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,რომ ქალაქი ჯალალაბადის მახლობლად ბანდებს შორის დაპირისპირებისას კრიმინალური ბანდის მოთავე აიბეკ მირსიდიკოვი მოკლეს.

შეგახსენებთ,რომ გასულ თვეს ჯალალაბადი მთავრობის მომხრეებსა და ოპოზიციონერთა დაპირსპირების ძირითადი კერა იყო.