ქაოსის შემდეგ, ყირგიზეთში არჩევნები უვადოდ არის გადადებული

ყირგიზეთში 2 კვირიანი ქაოსი, გარკვეულწილად, დასრულდა. საკანონმდებლო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვადამდელი არჩევნები დეკემბერში არ შედგება. ის მხოლოდ მას შემდეგ გაიმართება, რაც ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმა გატარდება.

რა ვადებში უნდა მოხდეს საკონსტიტუციო რეფორმის გატარება ქვეყანაში და როდის შეიძლება გაიმართოს არჩევნები ეს ამ დროისთვის ცნობილი არ არის. გაყალბებული არჩევნების შემდეგ მიღწეული შეთანხმება, რომ ვადამდელი არჩევნები დეკემბერში შედგებოდა დაირღვა.

ასევე ნახეთ: რა ხდება ყირგიზეთში?

გადაწყვეტილება განმეორებითი არჩევნების გადადების შესახებ გუშინ სადირ ჯაფაროვმა და მისმა გუნდმა მიიღეს. ჯაფაროვი ციხიდან ქვეყანაში არეულობის პარალელურად გაათავისუფლეს და ის ახლა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებს.

ასევე ნახეთ: ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ყირგიზეთში არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადეს

ყირგიზეთში არეულობა 4 ოქტომბერს დაიწყო. არეულობის პარალელურად არჩევნები გაყალბებულად გამოცხადდა. ის, რომ არჩევნები დარღვევებით წარიმართა ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც აღიარა და შედეგები გააუქმა. მალევე პროცესები ქუჩაში ძალიან დაიძაბა, რის გამოც პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.