კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის ზეწოლაში სდებს ბრალს. კლიჩკოს განცხადებით, მის სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების აგენტები იმყოფებოდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მერის განცხადებას და მის წინააღმდეგ რაიმზე ზომების მიღებას უარყოფს.
კლიჩკოსა და ზელენსკის შორის მეტოქეობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ზელენსკიმ კლიჩკოს ყოფილი მოკავშირე, პეტრო პოროშენკო დაამარცხა.
ახლა კი კლიჩკო აცხადებს, რომ პრეზიდენტი მასზე ზეწოლას ცდილობს. მისი თქმით, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, როგორი მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლთან სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის წარმომადგენლები და შიგნით შესვლას ცდილობდნენ. ყოფილი მოკრივის და მსოფლიო ჩემპიონის თქმით, შინ დაბრუნებისას მას განუმარტეს, რომ აგენტები საგამოძიები სამუშაოებს იმავე კორპუსის სხვა მაცხოვრებელთან დაკავშირებით აწარმოებდნენ.
ასევე ნახეთ: მედვედჩუკს უკრაინა ბრალს სახელმწიფოს ღალატში სდებსკლიჩკო მომხდარს, ხელისუფლების მხრიდან მუნიციპალური მთავრობაზე პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პროკურატურამ და პოლიციამ, მიმდინარე თვის დასაწყისში დედაქალაქის მთავრობის სხვადასხვა სამსახურში ჩხრეკა ჩაატარა. სახელმწიფო უწყებები ადგილობრივი მთავრობის წარმომომადგენლებს საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში სდებენ ბრალს.
„დედაქალაქის მთავრობაზე ზეწოლა გრძელდება“ - აცხადებს კიევის მერიის პრესსამსახური.
განვითარებულ მოვლენებთან და დედაქალაქის მერის ბრალდებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ზელენსკის კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
გასული წლის ოქტომბერში, კიევის მერის არჩევნები ვიტალი კლიჩკომ მარტივად მოიგო, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი კი კენჭისყრის შედეგებით მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.