კურტ კემბელი ჩინეთს სტუმრობს

კურტ კემბელი ჩინეთს სტუმრობს

შეერთებული შტატების უმაღლესი დონის დიპლომატი კურტ კემბელი ჩინეთს სტუმრობს. ჩინეთი ოთხდღიანი ტურნეს პირველი ქვეყანაა. დაგეგმილია ბატონი კემბელის სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ვიზიტიც. კურტ კემბელი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების საკითხებში. პეკინის აეროპორტში დიპლომატს ვიზიტის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის განიხილება ადგილობრივი და გლობალური საკითხები, მათ შორის ჩრდილოეთ კორეაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენები.