თურქეთის არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკებები გრძელდება

თურქეთის არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკებები გრძელდება. სამხრეთ თურქეთში ამბოხებულთა თავდასხმის შედეგად სამი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით თავდამსხმელები ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები იყვნენ. შეტაკება ქალაქ სემდინლიში მოხდა, რომელიც ერაყის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ქურთი ამბოხებულები ჩრდილოეთ ერაყში არიან ბაზირებულები და სამხრეთ თურქეთის ტერიტორიაზე საკუთარი სახელმწიფოს შექმნას ითხოვენ.