ოთხშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ „საერთო გზა არ აქვს“ იმ რუსებთან, რომლებიც მოსკოვის მიერ უკრაინაში ჯარის გაგზავნის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცნენ და, როგორც კრემლმა შეაფასა, "ძლიერი ანტი-რუსული პოზიცია" დაიკავეს. თუმცა, აღინიშნა რომ ასეთი ადამიანები უმცირესობაში არიან.
კრემლის პრეს-მდივანმა ამ თემაზე დასმულ კითხვებს უპასუხა მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვალოდინმა თქვა, რომ რუსები, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს და ახლა უკან დაბრუნება სურთ, სტალინის დროინდელი გულაგის ბანაკებით ცნობილ მხარეში უნდა გაგზავნონ.
ვალოდინმა სამშაბათს განაცხადა, რომ მათ, ვინც რუსეთი დატოვა და თავის ქვეყანაზე უკრაინული დრონებით და რაკეტებით თავდასხმები ახარებდა, უნდა იცოდნენ, რომ სამშობლოში მათ აღარ ელიან და დაბრუნების შემთხვევაში, ისინი მაგადანის რეგიონში უნდა გააგზავნონ.
ასევე ნახეთ: ომის საწინააღმდეგო განცხადებისთვის, რუსეთის სასამართლომ აქტივისტს ფსიქიატრიული შემოწმება დაუნიშნარუსებისთვის მაგადანი გულაგის სინონიმია, რომლის დამსჯელ შრომით ბანაკებშიც ადამიანებს აიძულებდნენ უმძიმესი ფიზიკურ შრომა გაეწიათ.
პესკოვმა თქვა, რომ ვალოდინი გულისხმობდა მათ „ვინც გამოხატულად ანტი-რუსული პოზიცია დაიკავა და კიევის რეჟიმის მხარეს დადგა“.
თუმცა თქვა, რომ სხვები, რომლებიც რუსეთიდან წავიდნენ და მისი თქმით, ისინი „უდიდესი უმრავლესობაა“, ნებისმიერ დროს თავისუფლად ირჩევენ სად იცხოვრებენ და მათ რუსეთში ყოველთვის ელიან.
გასული წლის თებერვალში უკრაინაში ათობით ათასი ჯარისკაცის გაგზავნის და შემდგომი ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამო, ასობით ათასმა რუსმა ქვეყანა დატოვა. მათი ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის.