კრემლი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო სამიტის შესახებ განცხადებას მალე გააკეთებს.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთმა და ამერიკამ უნდა განიხილონ სტრატეგიული სტაბილურობა და ასევე თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
"სტრატეგიული სტაბილურობა და შეიარაღების კონტროლი არის საკითხები, რომლებიც მთელი მსოფლიოს ქვეყნებს აშფოთებს. ეჭვგარეშეა, სტრატეგიული სტაბილურობა და შეიარაღების კონტროლი დღის წესრიგში იქნება" - განაცხადა პესკოვმა.
ასევე ნახეთ: ამერიკამ "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ის მშენებლობაზე მომუშავე 13 რუსული გემი შავ სიაში შეიყვანა
მან ასევე თქვა, რომ ამ საკითხთან დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს და შესაბამის განცხადებას "მალე" გააკეთებენ.
მარტში, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, სჯერა თუ არა რომ პუტინი მკვლელია, პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუა "დიახ, მჯერა". ამის საპასუხოდ, რუსეთმა ვაშინგტონიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეში დაგეგმილი ევროპული ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას ისურვებდა.
ასევე ნახეთ: "ზედმეტად პოზიტიური" თუ "ნორმალიზებისთვის აუცილებელი" - ბლინკენი-ლავროვის შეხვედრის შეფასებებიჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს წარსულშიც შეხვედრილან, მაგრამ მაშინ პრეზიდენტი ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
შვეიცარული გაზეთი, წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ორი პრეზიდენტის სამიტი შვეიცარიაში გაიმართება.