რუსეთი უკრაინასთან ორ სასაზღვრო პუნქტზე, ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების მანდატის განხანგრძლივებაზე უარს ამბობს. ამის სესახებ ამერიკელი ოფიციალური პირები საუბრობენ.
„შეერთებული შტატები ღრმადაა შეწუხებული რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების გამო, სექტემბრიდან არ შეუერთდეს კონსესუსს, მისიის მანდატის გახანგრძლივების შესახებ“ - განაცხადა კორტნი ოსტრიანმა, ეუთოში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა.
Your browser doesn’t support HTML5
ეუთოში აშშ-ის მისიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეუთოს მისია რუსეთ-უკრაინას შორის, ნდობის მოპოვების მოპოვების ინსტრუმენტი იყო და ის ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას, უზრუნველეყო „მიუკერძოებელი მოხსენება“ საზღვრის გადაკვეთის ორი პუნქტის შესახებ.
„როგორც ჩანს, ეს არის ერთ-ერთი პირობა, დარღვეული პირობების გრძელ ჩამონათვალში. უახლესი დემონსტრაცია იმისა, რომ საკუთარ მეზობლებთან პოზიტიური ურთიერთობის უზრუნველყოფა, უბრალოდ არ არის პრიორიტეტული რუსეთისთვის“ - ამბობს აშშ-ის წარმომადგენელი.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებების შესახებ, რუსეთს ამ დრომდე ოფიციალური რეაგირება არ ჰქონია.
ასევე ნახეთ: ნატო რუსეთს გამჭვირვალე სამხედრო წვრთნებისკენ მოუწოდებსომში, რომელიც უკვე მერვე წელია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გრძელდება, 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მან თითქმის გაანადგურა უკრაინის ეკონომიკა.