ცოტა ხნის წინ გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელმაც კოსოვოს დაოუკიდებლობის გამოცხადება ლეგიტიმურად გამოაცხადა, კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება.
სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეა კოსოვოს საკითხზე იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ 1999 წელს სერბეთის პროვინცია გაეროს პროტექორატის ქვეშ მოექცა მას შემდეგ რაც რეგიონის ალბანურმა უმრავლესობამ სერბეთთან ორი წელი იომა. 2008 წელს კი კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რა დატვირთა აქვს გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებას სხვა სეპარატისტული მოძრაობებისთვის. ამ თემაზე ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ არაერთი ექსკლუზიური რეპორტაჟი და ინტერვიუ შემოგთავაზათ. დღეს ჩვენ გაეროს ამ საკონსულტაციო ხასიათის რეზოლუციაზე ვიმსჯელებთ და მის გავლენას შევაფასებთ მსოფლიოს სხვა რეგიონებისთვის.
დღეს პრიშტინასა და ბელგრადში, კოსოვოს დამოუკიდებლობას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მსოფლიოს ესა თუ ის ორგანიზაცია გამოიტანს ამ საკითხში , განსხვავებულად აფასებენ. სერბები კოსოვოს ეროვნული სერბული ცნობიერებისა და სამშობლოს ნაწილად თვლიან. კოსოვოს მოსახლეობა კი სუვერენიტეტს და საერთაშორისო აღიარებას ამჯობინებს სერბულ უღელში ყოფნას. ამასთან, სერბი ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით არამარტო სერბეთის სუვერენიტეტი არამედ საერთაშორისო კანონმდებლობა შეილახა.
სხვაგვარი მიდგომა დაამტკიცა გაეროს საერთაშორისო სასამარლთომ, რომელმაც დამოუკიდებლობის გამოცხადება ლეგიტიმურად ცნო.
გაეროს სასარმთლოს თავმჯდომარემ ჰისაში ოვადამ, წარმოთქვა ყველასთვის უკვე კარგად ცნობილი სიტყვები, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით არ დარღვეულა სასერთაშორისო კანონმდებლობა.
საინტერესოა, რომ კოსოვოელი ლიდერები გაეროს სასამართლოს რეაქციას, პირველ რიგში საკუთარ მხარდაჭერად მოიაზრებენ და ამასთან, კოსოვოს გაეროში გაწევრიანების წინაპირობად მიიჩნევენ.
ლონდონში მდებარე ევროპული რეფორმების ცენტრის ექსპერტი თომას ვალასეკი დარწმუნებულია, რომ გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილება აღიარებს, რომ სეპარატისტული მოძრაობა შეიძლება კანონიერ იყოს ან არა, და რომ სასამარლთო ასევე ცნობს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური ხასიათისაა.
ვალასეკი: „საბოლოო ჯამში ქვეყნის ან ტერიტორიული ერთეულის საერთაშორისო ლეგიტიმაცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი სახელმწიფო აღიარებს განდეგილ ქვეყანას.“
აქვე შეგახსენებთ, რომ კოსოვო ჯერ კიდეევ დიდ სირთულეებს ეღობება გაეროს გენერალურ ასამბლეაში გაწევრიანების მიმართულებით. ამ ფონზე, რუსეთი და ჩინეთი, როგორც უშიშროების საბჭოს წევრები, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას ეწინააღმდეგებიან, რაც ყველაზე რთული ფაქტორი იქნება ამ პროცესში. რუსეთი სერბეთის მოკავშრეა, თუმცა თავის მხირივ საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ სეპარატისტულ მოძრაობებსა და ამ რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს
ვალასეკი: „მოსკოვი წესით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს იმავე კატეგორიაში უნდა აყენებდეს, როგორშიც კოსოვოს, თუმცა პირიქით , კრემლი ყველანაირად ცდილობს მსოფლიოს ქვეყნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდბელობის აღაირებით დააინტერესოს. თუმცა დღემდე ეს საკმაოდ წარუმეტაბელი მცდლეობებია.“
შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და კოსოვოს შემთხვევები ერთეული მაგალითები როდია. ეთნიკური უმცირესობების მთელი წყება ცდილობს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. მაგალითად 40მილიონამდე ქურთული მოსახლეობაც გამოდგება, რომლებიც თურქეთში, ერაყში, ირანსა და სირიაში არიან გაბნეული.
მიუხედავად ამისა, გაეროს სასამართლომ ჯერჯერობით არ დააკმაყოფილა ქურთების მოთხოვნა განიხილოს მათი თვითგამორკვევის უფლება.
ქურთების უფლებების დაცვის პროექტის წამორმადგენელი კატრიონა ვაინი ამბობს, რომ გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილება საკმაოდ ზღუდავს მისი გამოყენების არეალს ქურთულ პრობლემაზე, რამეთუ იგი მხოლოდ კოსოვოს საკითხით შემოიფარგლება და არანაირ მინიშნებას არ აკეთებს სხვა სეპარატისტულ მოძრაობებზე. გაეროს სასამართლო გამოდის იმ მოსაზრებიდანაც, რომ კოსოვოში მანამდე გაეროს დროებითი ადმინიისტრაცია აკონტროლებდა სიტუაციას, რაც ალბათ გადამწყვეტი იყო სასამარლთლოსთვის.
და ბოლოს, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი, იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც კოსოვოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან, და შიშობენ, რომ გაეროს სასამარლთოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებში არსებულ სეპარატისტულ მოძრაობებს განახლებულ აქტივობას შესძენს.