ნატოს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში ჩარევის შემდეგ 20 წელი გავიდა. კოსოვო საიუბილეო თარიღს საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს.
კოსოვოში საგანგებოდ ჩავიდნენ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი. ისინი პრისტინაში დღეს გამართულ რამდენიმე საზეიმო ცერემონიაში იღებენ მონაწილეობას.
ყოფილ იუგოსლავიაში 1998 წელს დაწყებულ არეულობაში ნატოს 78-დღიანმა საჰაერო ოპერაციამ დაასრულა ორწლიანი ომი, რომელმაც 10 000-ზე მეტი ეთნიკური ალბანელი შეიწირა. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ის 100-ზე მეტმა ქვეყანამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. თუმცა, სერბეთი მის აღიარებაზე ჯერ კიდევ უარს ამბობს.