შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნს ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტების ამერიკული მხარისთვის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობა სიტყვის შესრულებისთვის და ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტების შინ დაბრუნებისთვის. მე არ მიკვირს, რომ თქვენ ეს კეთილშობილი ნაბიჯი გადადგით”, დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.
პრეზიდენტი ამ განცხადებას წინ უძღოდა ჰავაიში რეპატრიაციის ცერემონია, რომელსაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მეთაურობდა.
“ზოგიერთი ამბობს, რომ კორეის ომი დავიწყებული ომია. მაგრამ დღეს მტკიცდება, რომ გირები არასდროს დაგვვიწყებია. დღეს ბიჭები სახლში ბრუნდებიან”, თქვა ვიცე-პრეზიდენტმა.
საუბარია 60 წლის წინ კორეის ომში, დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტებზე. მათ გადასვენებაზე ჩრდილოეთ კორეის და ამერიკის ლიდერები სინგაპურში გამართულ ისტორიულ სამიტზე შეთანხმდნენ.