სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს

სეულსა და ფხენიანს შორის ურთიერთობა შეიძლება გართულდეს
სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთი კორეა დაადანაშაულა ტერორის კამპანიაში მას შემდეგ, რაც ფხენიანმა ქვეყანაში მეორე, ყველაზე გავლენიანი პირი მოხსნა მისი ოფიციალური თანამდებობებიდან.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პარკ გუინ ჰემ, ტელევიზიის ეთერში გადაცემულ მთავრობის კაბინეტის სხდომაზე თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბიძის, ჯან სან ტეკის თანამდებობიდან გათავისუფლება, დიდი მასშტაბის წმენდის დაწყებაზე მიანიშნებს, რასაც შეუძლია გაართულოს ურთიერთობა სეულსა და ფხენიანს შორის.

მან თქვა, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება ნიშნავდეს კიმ ჩენ ინის ხელში ძალაუფლების კონსოლიდაციას.

კორეის ცენტრალურმა ოფიციალურმა ახალი ამბების სააგენტომ ორშაბათს გამოაცხადა, რომ ჯანგ სან ტეკი ჩამოაშორეს ყველა ოფიციალურ თანამდებობას და გარიცხეს მმართველი პარტიიდან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ბრალად ედება რამდენიმე სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება, სადაც შედის კორუფცია, გარყვნილება და ნარკოტიკების გამოყენება.

სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში გაუშვა ფოტოები, რომლებზეც ნაჩვენებია, კვირას როგორ გაჰყავთ ფორმიან ოფიცრებს ჯანგ სან ტეკი, მუშათა პარტიის სხდომიდან. ფოტოებზე აღბეჭდილია მისი გამოსვლა ტრიბუნაზე იგივე სხდომის დროს.

ჯანგ სან ტეკი ქორწინებაშია კიმ ჩენ ინის დეიდასთან. ჯერ-ჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა მას და ოფიციალურად თუ წაუყენებენ ბრალს.