დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

ცხელი ხაზის გაუქმების მიუხედავად ორ ქვეყანას შორის საზღვარი დღეს ჩვეულებრივად ფუნქციონირებს
დღეს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორას შორის საზღვარი მზარდი დაძაბულობის მიუხედავად ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა. ფხენიანმა სეულთან კრიტიკული საკომუნიკაციო საშუალება, ე.წ. ცხელი ხაზი გააუქმა, რომელიც საზღვრის გადაკვეთას არეგულირებს.

ბოლო საკომუნიკაციო ხაზის გაწყვეტა ჩრდილოეთ კორეამ იმით ახსნა, რომ მას აღარ სჭირდება კონტაქტი ქვეყანასთან, რომელთანაც „ნებისმიერ მომენტში შეიძლება ომი დაიწყოს“. სატელეფონო ხაზი იყო ერთადერთი საშუალება, რომელიც სამხრეთ კორეელებს ჩრდილოეთში მდებარე ერთობლივ ინდუსტრიულ კომპლექსზე სამსახურში წასვლაში ეხმარებოდა და მესაზღვრეებს მათ მიერ საზღვრის გადაკვეთის კოორდინირებაში სჭირდებოდათ.