ტოკიო-ფხენიანის წარმომადგენელთა შეხვედრა ჩინეთში
იაპონია ჩრდილოეთ კორეასთან სამთავრობო დონეზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, რაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე პირველი შემთხვევა იქნება. იაპონიის ხელისუფლების ცნობით, მოლაპარაკების თემა იქნება ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილი კავშირების აღდგენა. პირველი შეხვედრა 29 აგვისტოს პეკინში გაიმართება. მთავრობებს შორის გამართული მოლაპარაკებები ეს იქნება დადებითი სიგნალი ორ აზიურ სახელმწიფოს შორის ნდობის აღდენის საქმეში. მათ შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ ცივი ომის დროს გაიყინა, როდესაც ტოკიომ ფხენიანს იაპონელი მოქალაქეების გატაცებაში დასდო ბრალი.