ადამინის უფლებების დარღვევები ჩრდილოეთ კორეაში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შექმნა კომისია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ადამინის უფლებების დარღვევებს გამოიკვლევს. გაეროს განცხადებით, ზოგიერთ დარღვევას შეიძლება "კაცობრიობის წინაშე დანაშაულის" კვალიფიკაციაც კი მიენიჭოს.

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც კომისიის შექმნას გულისხმობს. კომისიის მიზანია დაადგინოს ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების დარღვევების სიმძიმე. რეზოლუცია ასევე გმობს პოლიტიკური პატიმრების წამების ფაქტებს და შრომით კოლონიებს.

გაეროში რესოლუციის ინიციატივა ევროკავშირმა და იაპონიამ წარადგინეს, ამერიკის მხარდაჭერით.