200-ზე მეტი ასაკოვანი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელი ნათესავების ერთი ნაწილი ერთმანეთს პირველად შეხვდა
ჩრდილოეთ კორეაში 64 წლის წინ დაწყებული კორეის ომის გამო დაცილებული ოჯახების შეხვედრა მოეწყო. 200-ზე მეტი ასაკოვანი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელების ნაწილი ერთმანეთს პირველად შეხვდა.
ემოციურ ღონისძიებაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მდებარე კუმგანგის მთის საკურორტო დასახლებაში გაიმართა, 82 სამხრეთ კორეელი და 180 ჩრდილოეთელი მონაწილეობდა. მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, ნათესავები ერთმანეთს გადაეხვიენ და ოჯახის ფოტოები და საჩუქრები გადასცეს.
ანალოგიური შეხვედრები 2010 წლის შემდეგ არ გამართულა. მზარდი დაძაბულობის პირობებში ჩრდილოეთი და სამხრეთ კორეა ტექნიკურად კვლავ საომარ მდგომარეობაში არიან.