ამერიკა ჩრდილოეთ კორეას აკრიტიკებს

ბალისტიკური რაკეტის გაშვებ გაეროს უშიშორების საბჭოს რეზოლუციას არღვევს
ჩრდილოეთ კორეის განცხადებას ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ აშშ გამოეხმაურა. ამერიკის მთავრობის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ეს განზრახვა "საკმაოდ პროვოკაციულია." ეს ნაბიჯი აშშ-ის ოფიციალური პირების განმარტებით, რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ბალისტიკური რაკეტის გაშვება პირდაპირ არღვევს გაეროს უშიშორების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული. ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დასძინა, რომ მსგავსი ქმედებები ისედაც ღატაკ ჩრდილოეთ კორეას დამატებით იზოლაციაში მოაქცევს.