სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის კვლავ დაძაბულობაა

სამხრეთ კორეაში მყოფი გაეროს სარდლობა უარყოფს ჩრდილოეთ კორეის ბრალდებას, თითქოს სეულიდან მძიმე შეიარაღება ორ ქვეყანას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში გადაიტანა. გაეროს ეგიდით მყოფი შეერთებული ძალების წარმომადგენელმა დევიდ ოტენმა განაცხადა, რომ ფხენიანის ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. შეთანხების თანახმად, ორივე მხარეს დემილატარიზებულ ზონაში მხოლოდ მსუბუქი აღჭურვილობის უფლება აქვს. ფხენიანის წარმომადგენელთა განცხადებით, დემილიტარიზებულ ზონაში სხვა შეიარაღებაც არის დაფიქსირებული, რაც მშვიდობას უქმნის საფრთხეს.