ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მარია კოლესნიკოვა აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მოკვლით დაემუქრნენ, როცა კვირის დასაწყისში მისი ბელარუსიდან უკრაინაში იძულებით გაგდება სცადეს. ეს ინფორმაცია კოლესნიკოვას ადვოკატის მიერ ხუთშაბათს შეტანილი საჩივრით დასტურდება.
კოლესნიკოვა, უკრაინაში ძალით გაგზავნას შეეწინააღმდეგა და მან საკუთარი პასპორტი დახია.
ასევე ნახეთ: ბელარუსში ოპოზიციის ლიდერი გაიტაცესოპოზიციონერის ადვოკატმა სარჩელი ბელარუსის მთავრობის, მათ შორის უსაფრთხოების პოლიციის წინააღმდეგ შეიტანა, გატაცების, არალეგალური დაკავების და მკვლელობის მუქარის მუხლით.
სარჩელის წარდგენის შემდეგ, საგამოძიებო კომიტეტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ინფორმაციის არქონის გამო, კომენტარს ვერ გააკეთებდა.