"ჰუმან რაითს ვოჩი" ფხენიანს ინფორმაციის დაუყოვნებლივი გამჟღავნებისკენ მოუწოდებს
უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰუმან რაითს ვოჩი" ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაამჟღავნონ ინფორმაცია რვა კორეელი დევნილის შესახებ, რომლებსაც სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნება აიძულეს. ორგანიზაციის აზიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ფილ რობერტსონმა განაცხადა, რომ დევნილთა ასაკი 15-დან 23 წლამდე მერყეობს. მისი თქმით, კორეელ დევნილებს ჩრდილოეთ კორეაში წამების საფრთხე ემუქრებათ. რობერსტონი ეჭვობს, რომ ისინი დაპატიმრებული არიან და მუშათა ბანაკში იძულებით გაგზავნეს.