კინზინგერი ქართველებს საარჩევო შეთანხმებას ულოცავს

აშშ-ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი ქართველ ხალხს ულოცავს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეთანხმებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წესზე.

განცხადებაში, რომელიც მან "ტვიტერში" გამოაქვეყნა, თქვა, რომ აღნიშნულისთვის სპიკერი თალაკვაძე და ბევრი სხვა დაფასებას იმსახურებენ. მისი განცხადებით, "დემოკრატია ძნელი საქმეა, მაგრამ [ეს შრომად] ღირს."

"გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხზე შეთანხმების მიღწევას. დემოკრატია დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ ის ამად ღირს. სპიკერი თალაკვაძე და ბევრი სხვა ამ საქმიანობის გამო დაფასებას იმსახურებენ. უფრო ვრცელი განცხადება მოგვიანებით იქნება," წერს კონგრესმენი.

2020 წლის 8 მარტს მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა საარჩევნო წესზე. შეთანხმების თანახმად, 2020 წლის არჩევნებში 130 დეპუტატი პროპორციული, 20 კი მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული.

კინზინგერის განცხადებით, ამ საკითხზე უფრო ვრცელი განცხადება მოგვიანებით გამოქვეყნდება.