ამერიკაში ხანძრების შედეგად 35 ადამიანი გარდაიცვალა

ამერიკის რამდენიმე შტატში ხანძარმა მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია სრულად გაანადგურა. უსახლკაროდ დარჩა ათასობით ადამიანი. განადგურდა საცხოვრებელი სახლები, ოფისები და მთლიანად ქალაქები. ხანძარმა 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ხანძარი ამერიკის წყნარი ოკეანის ჩრდილოდასავლეთის სახელით ცნობილ რეგიონშია გავრცელებული და სხვა ტერიტორიებთან ერთად მოიცავს კალიფორნიის, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატებსაც.

ხანძრების შედეგად გავრცელებულმა ალმა და კვამლმა უკიდურესად დააბინძურა ჰაერი შემდეგ ქალაქებში: სან-ფრანცისკო, სიეტლი და პორტლენდი.

ასევე ნახეთ: კალიფორნიასა და სხვა შტატებში კვლავ ტყის ხანძრები მძვინვარებს

კვამლის მასიურმა ღრუბლებმა ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. ჰაერის მდგომარეობა მთავრობის წევრმა გარემოს დაცვის სპეციალისტებმა შეაფასეს, როგორც "სახიფათო" და "ძალიან არაჯანსაღი".

ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორია დაეტოვებინა.

ამინდის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთ ადგილას მხედველობის არეალი ნახევარ კილომეტრზე ნაკლები იყო.

ასევე ნახეთ: კალიფორნიაში მაშველებმა ხანძრის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ადამიანი იხსნეს

ორეგონის გუბერნატორმა, ქეით ბრაუნმა თქვა, რომ ეს ხანძრები არის "გამოღვიძების ზარი იმისთვის, რომ ყველა ჩვენგანმა გავაკეთოთ ის, რაც კლიმატის ცვლილებების შესაცვლელად შეგვიძლია". ხანძრების გამომწვევ მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ კალიფრონიისა და ვაშინგტონის გუბერნატორებიც.