გენ. მდივანი ჩრდილოეთ კორეაში ტურნესთვის ემზადება

ბან კი მუნს 2012 წლის სეულის მშვიდობის პრიზი გადასცეს
გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში საკუთარ ტურნეს კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების კიდევ ერთ მცდელობად მოიაზრებს.

ეს განცხადება ბან კი მუნმა, რომელიც თავად სამხრეთ კორეელია, სამშაბათს სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაზე გამოსვლისას გააკეთა, სადაც მას 2012 წლის სეულის მშვიდობის პრიზი გადასცეს.

ბან კი მუნმა ასევე განაცხადა, რომ იგი ელოდება დღეს, როდესაც ჩრდილოეთ კორეა გაითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას ბირთვული იარაღის პროგრამის შეწყვეტის შესახებ და საკუთარი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნებს.