მიხეილ ხოდორკოვსკი შიმშილობას აცხადებს

მიხეილ ხოდორკოვსკიმ შიმშილობა გამოაცხადა. ერთ დროს რუსეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა, რომელიც ახლა ციხეში იმყოფება წერილი გაუგზავნა რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ლებედევს. ეს წერილი ხოდორკოვსკის ადვოკატებმა ვებგვერდზე განათავსეს. ბიზნესმენს თაღლითობისა და გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ფულის გათეთრებისა და ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხის მითვისების ბრალდებით მას დამატებით კიდევ ოცდაორი წელი შეიძლება მიუსაჯონ. ადამიანის უფლებების დამცველები ამტკიცებენ, რომ ბრალდებები კრემლის დავალებითაა შეთითხნილი:

„შიმშილობა ყურადღების მიპყრობის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს და ასევე აპროტესტებს ბიზნესმენების და წარმოების დასაცავად გათვლილი, თავად პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონის დარღვევას“. განაცხადა ხოდორკოვსკის ადვოკატმა ვადიმ კლიუვგანტმა.

შეგახსენებთ, რომ ამ კანონს მედვედევმა ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც გასული წლის ნოემბერს რუსეთის საპყრობილეში ერთ-ერთი ინგლისური კომპანიის ადვოკატი სერგეი მაგნიცკი გარდაიცვალა.