ჯონ კერი: ამერიკის და მისი მოკავშირეების წინ მიმავალი გზა იქნება „გასაგები და ურთიერთშეთანხმებული“
სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ამბობს, რომ შეერთებული შტატების სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულმა „კანონიერმა კითხვებმა“ გავლენა არ უნდა მოახდინოს ამერიკასა და ევროკავშირს შორის დაგეგმილ სავაჭრო მოლაპარაკებებზე.
პოლონეთში ვიზიტად მყოფმა სახელმწიფო მდივანმა სამშაბათს თქვა, რომ შეერთებული შტატები აწარმოებს საკუთარი სადაზვერვო საქმიანობის გადახედვას და თავის მოკავშირეებთან თანამშრომლობით მიაღწევს იმას, რომ წინ მიმავალი გზა იქნება: „გასაგები და ურთიერთშეთანხმებული“
„გვსურს მოვისმინოთ ჩვენი მოკავშირეების აზრი. გვსურს, რომ ეს დიალოგი შედგეს. პრეზიდენტი ობამა მიესალმება მოკავშირეებთან თანამშრომლობის ამ შესაძლებლობას და საბოლოოდ თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, და რა თქმა უნდა ასეც იქნება, ჩვენ არა მხოლოდ შევამცირებთ შეშფოთების საფუძველს, არამედ გავაძლიერებთ ჩვენს მომავალ სადაზვერვო ურთიერთობებს და ამის შედეგად ყველა ვიქნებით უფრო დაცული და უსაფრთხოდ, იმავდროულად დავიცავთ მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.“