ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით სამხედრო ალიანსი უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა გლობალურ პოლიტიკურ და სამხედრო ასპარეზზე.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან ბრიუსელში გამართული შეხვედრისას აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შედეგები არ შეასუსტებს ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ხელშეკრულების ორგანიზაციის სიძლიერეს.
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ნატო მომავალში უფრო გაძლიერდება"-თქვა კერიმ ჟურნალისტებთან საუბარში, რომელიც იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას მოჰყვა ნატოს შტაბბინაში.
ვარშავაში, 8-9 ივლისს ალიანსის 28 წევრი სახელმწიფოს მეთაური ნატოს სამიტზე შეიკრიბება. "ჩვენ ველით, რომ სამიტი ძალიან პროდუქტიული იქნება და მასზე არანაირ გავლენას არ იქონიებს რეფერენდუმის შედეგები"-აღნიშნა კერიმ. შეგახსენებთ, რომ გასულ ხუთშაბათს, მსოფლიო გაკვირვებული დარჩა გაერთიანებულ სამეფოში ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით დატოვონ ევროკავშირი.
ჯონ კერი ევროპული ტურის ფარგლებში ბრიუსელსა და ლონდონს სტუმრობს, რათა რეფერენდუმის შედეგებით დაფიქრებული აშშ-ის მოკავშირეები დააწყნაროს.