ვენაში, სადაც სირიის მხარდამჭერი 17 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი შეხვედრას მართავს, ყურადღების ცენტრში სირიის ხუთწლიანი ომია. ჯგუფი შეჩერებული პოლიტიკური მოლაპარაკების, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნების სიძნელეების და გაეროს მიერ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ცვალებადი წარმატების თაობაზე იმსჯელებს.
ცეცხლის შეწყვეტამ, რომელიც ძალაში თებერვლის ბოლოს შევიდა, სირიაში საერთო ძალადობის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია, მაგრამ პროგრესი შემცირდა.
შეერთებული შტატები და რუსეთი ცდილობენ საკუთარი გავლენა გამოიყენონ და დაპირისპირებული მხარეები დაარწმუნონ იმაში, რომ შეთანხმება დაიცვან. იმავდროულად ცდილობენ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერას, რასაც ჯერ-ჯერობით მცირე წინსვლა აქვს.