სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობი პროცესის დაწყებას ცდილობს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ორი დღის მანძილზე უკვე მეორედ ხვდება პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს. მოლაპარაკების მიზანი პალესტინელებსა და ისრაელს შორის სამშვიდობო პროცესის დაწყებაა. ჯონ კერიმ ამ კვირაში იორდანია და ისრაელი მონახულა. აბასთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მდივანი ისევ იერუსალიმში დაბრუნდება და ისრაელის ოფიციალურ პირებთან გამართავს მოლაპარაკებას. კერი აცხადებს, რომ მოლაპარაკების დასრულებისთვის საბოლოო ვადას არ აწესებს, თუმცა შიშობს, რომ ნებისმიერმა შეფერხებამ შესაძლოა შექმნას ვაკუუმი, რასაც შეავსებენ ის ადამიანები, ვისაც არ სურთ სამშვიდობი პროცესის მიღწევა.