სამშვიდობო მოლაპარაკებები

შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა 26 პალესტინელი აქტივისტი გაათავისუფლა
Kerry Israel Palestinians 6199237

Gia

პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ, სახელმწიფო მდივან კერის ვიზიტამდე თქვა, რომ მზად იყო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამასთანავე თქვა, რომ მისი მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩებოდა.

„იმისათვის, რომ ჩვენსა და პალესტინელ მეზობლებს შორის მშვიდობა დამყარდეს, მათ უნდა აღიარონ ებრაელი ხალხის უფლება ჰქონდეთ სახელმწიფო საკუთარ სამშობლოში. ეს ნიშნავს, რომ უნდა აღიარონ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა და უკან წაიღონ ნაციონალისტური მოთხოვნები.“

იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელმაც სამშვიდობო მოლაპარაკებებს სამი თვის წინ სიცოცხლე დაუბრუნა, ისრაელმა 26 პალესტინელი აქტივისტი გაათავისუფლა, რომლებიც ხანგრძლივ პატიმრობას იხდიდნენ. მომავალ წელს კიდევ 52-ს გაათავისუფლებენ.

პალესტინელებმა პატიმრების გათავისუფლება იზეიმეს, მაგრამ განრისხდნენ, როცა გაიგეს, რომ ისრაელმა დასავლეთ ნაპირზე მეტი ებრაული დასახლებების მშენებლობა გამოაცხადა. ფათაჰის წარმომადგენელმა აჰმად ასაფმა ამას პალესტინელების უფლებების და საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევა უწოდა.

„ახლა ჩვენ გვჭირდება გავიგოთ ამერიკის გარკვეული პოზიციის შესახებ, რომლითაც ისრაელს დაავალდებულებს აღიაროს მშვიდობის აუცილებლობა და შეაჩერებს ამ პროცესისადმი საფრთხის შექმნას.“

ჯონ კერიმ შეამჭიდროვა მოლაპარაკებების გრაფიკი, რათა ის ექვს თვეში დასრულდეს. ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ამოს იადლინი ამბობს,რომ არცერთი მხარე ოპტიმისტურად არა არის განწყობილი.

„მე ისევ ვფიქრობ, რომ შეთანხმების მიღწევა სასწაულის ტოლფასი იქნება. ცხრა თვის დასასრულს, შეთანხმების არ არსებობის მეტი შანსია, ვიდრე მისი არსებობის.“

ის ამბობს, რომ შუალედური შეთანხმება შესაძლოა შედგეს.

„ყოველთვის უკეთესია მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს, ვიდრე ის არ ხდებოდეს. მე უფრო მეტსაც ვიტყვი, ახლა ყველასთვის ნათელია, რომ ისრაელი-პალესტინის საკითხი ახლო აღმოსავლეთის მთავარ პრობლემას არ წარმოადგენს.“

იადლინი ამბობს, რომ სირიის, ეგვიპტის, ლიბიის და რეგიონის სხვა ნაწილების პრობლემებმა სამშვიდობო პროცესი გადაჩრდილეს და ანალიტიკოსების აზრით, ასეთი ვითარება რაღაც დროის განმავლობაში შენარჩუნდება.