აღდამი, მთიანი ყარაბაღის ანკლავის გარეთ მდებარე სამი რეგიონიდან პირველი იყო, რომელიც სომხეთის ჯარებმა დათმეს.
10 ნოემბერს მიღწეული სამმხრივი შეთანხმების თანახმად, 24 ნოემბერს შუაღამის 00:00 საათზე იწურება ვადა, როდესაც სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ქელბაჯარის რაიონი. ამ ტერიტორიის კონტროლი ბაქომ 1992 წლიდან დაკარგა.
სომხური ძალები 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონსაც დატოვებს. აღნიშნული ტერიტორიები სომხეთს დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ეკავა.
სამმხრივი შეთხანხმების ძირითადი დებულებები, რეგიონიდან სომხური შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანას და რუსი სამშვიდობოების დაუყოვნებლივ განთავსებას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ: მთიანი ყარაბაღი - თურქეთის როლი სამშვიდობო მისიაშიშეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში ექვსკვირიანი შეიარაღებული დაპირისპირება 10 ნოემბერს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადებით დასრულდა.
შეთანხმებას მასობრივი პოლიტიკური არეულობა მოჰყვა ერევანში. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს - რუსეთის შუამავლობით, ბაქოსთან დადებული „კაპიტულიანტური შეთანხმების“ გამო.