კეიკო მაცუის ახალი კრებული

ერთ-ერთი კომპოზიცია „ შავი ლომი“ კი კეიკო მაცუიმ ფიროსმანის ცხოვრებით შთაგონებულმა შექმნა.

Your browser doesn’t support HTML5

კეიკო მაცუი "შავი ლომი"



კეიკო მაცუის ქართველი ჯაზის მოყვარულები კარგად იცნობენ. ის წელს მარტის თვეში თბილისის ჯაზ ფესტივალს სტუმრობდა. თბილისიდან დაბრუნებულმა მუსიკოსმა კი პირველი ჩანაწერიდან 25 წლის აღსანიშნავად ახალი კრებული გამოსცა სახელწოდებით “Soul quest”.

კარიერის დასაწყისშეივე მისმა გამორჩეულმა, ჰარმონიულად მდიდარმა კომპოზიციებმა ჯაზის სამყაროს ყურადღება მიიპყრო, რაც აისახა კიდეც წამყვან გამოკითხვებში. ახალ კრებულზე სამუშაოდ მან ისეთი ცნობილი მუსიკოსები მიიწვია, როგორებიც არიან მარკუს მილერი, ფერნანდო სანდერსი, ჩაკ ლობი, ენდი სნიცერი, დევიდ მანი და სხვები.

კრებულში შესული 10 კომპოზიციიდან 9 ან კეიკო მაცუის შექმნილია, ან მათი თანაავტორი გახლდათ. ერთ-ერთი კომპოზიცია „შავი ლომი“ კი კეიკო მაცუიმ ფიროსმანის ცხოვრებით შთაგონებულმა შექმნა. სოციალურ ქსელებში ამ კომპოზიციასთან დაკავშირებით პიანისტი შემდეგ წერს:

„შთაგონებული ვარ მხატვრის ცხოვრებით, მისი რომანტიზმით, სიმარტოვით, ვნებებითა და სიყვარულით.“

ამ კომპოზიციაზე აკუსტიკური გიტარის პარტიას გრეკო ბურატო ასრულებს, ხოლო პერკუსიებზე კი დერეკ ნაკამოტო.

ლათინური მუსიკა, თანამედროვე ჯაზი, კლასიკური მუსიკის ელემენტები და როკიც კი კეიკო მაცუის ახალ კრებულს საინტერესოს ხდის. აღსანიშნავია ბას გიტარაზე მარკუს მილერის, კირკ ვალუმის ტენორ და სოპრანო საქსაფონზე და ნარადა ვალდენის დასარტყამ ინსტრუმენტზე შესრულებული პარტიები. კრებულის უკანასკნელი კომპოზიცია „Stingo” კეიკო მაცუის და ნარადა ვალდენის ერთობლივი მუშაობით შეიქმნა და ის გამოჩენილ მომღერალს - სტინგს ეძღვნება.

კრებულის “soul quest”-ის მთავარი წარამტება კომპოზიციათა მრავალფეროვნებაშია, ისევე როგორც კეიკო მაცუის როგორც კომპოზიტორის, იმპროვიზატორის და არანჟირებების ავტორის წარმოსახევითი შესაძლებლობებში. კრიტიკოსთა შეფასებით მაცუის ეს ნაშრომი ერთ-ერთი საუკეთესოა მისი დისკოგრაფიიდან, რაც დაახლეობით 35-მდე კრებულს ითვლის.