ყაზახეთში აფრენიდან მალევე, 90-მგზავრიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი, ხოლო სერიოზულადაა დაშავებული 20 ადამიანი.
ყაზახეთის ავიახაზების ცნობით, ალმაატის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ბეკ ეარის თვითმფრინავი გალავანსა და შენობას შეეჯახა.
თავდაპირველად, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია 15 დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, ყველანაირი ახსნის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 12 იყო.
თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაში, ნურსულთანში (ყოფილი ასტანა) მიფრინავდა. ადგილობრივი დროით, კონტროლი თვითმფრინავმა დილის 7 საათსა და 22 წუთზე დაკარგა.
ჯერჯ-ჯერობით უცნობია თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი. თუმცა, გამოძიება დაწყებულია.