აშშ-ის სენატმა 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტ ტრამპის მიერ ნომინირებული კონსერვატიული მოსამართლე ბრეტ კავანა დაამტკიცა.
კავანას დამტკიცების პროცესს წინ უძღოდა მკვეთრი პარტიული დაპირისპირება სენატში, რომელმაც ჯერ კიდევ იურიდიულ კომიტეტში ხანგრძლივ განხილვებს უმასპინძლა კავანას მხრიდან, და ასევე იმ ქალის პოზიცია მოისმინა, ვინც მას სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებდა.
კავანა მოსამართლე ენტონი კენედის შეცვლის. მან რამდენიმე ხნის წინ პენსიაში გასვლის გადაწყვეტილების შესახებ გამოცხადა.
დღეს სასამართლოში ბრეტ კავანამ ფიცი დადო. მისი ფიცი სასამართლოს თავმჯდომარემ ჯონ რობერტსმა მიიღო.