სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთში ომის დამთავრებას ისახავს მიზნად და ის უშუალოდ შეერთებული შტატების მთავრობასა და თალიბებს შორის გაიმართება
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და მისი მთავრობა არ მიიღებენ მონაწილეობას თალიბებთან დაგეგმილ მოლაპარაკებაში, რომელიც ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.
სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთში ომის დამთავრებას ისახავს მიზნად და ის უშუალოდ შეერთებული შტატების მთავრობასა და თალიბებს შორის გაიმართება.
დღეს კარზაის მთავრობამ განაცხადა, რომ წყვეტს ვაშინგტონთან უშიშროების საკითხებზე დაწყებულ კონსულტაციებს, თეთრ სახლსა და თალიბებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების გამო.
ავღანეთის დღევანდელი ხელისუფლების განცხადებით, ამერიკის მთავრობის რიტორიკა და საქმეები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ჰამიდ კარზაის მტკიცებით, მისი მთავრობა უშედეგოდ ცდილობდა ყატარში თავისი წარმომადგენლების გაგზავნას. მისი თქმით:
“ მოლაპარაკება სამ პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული. პირველ ყოვლისა, აუცილებელია ის ყატარის ნაცვლად ავღანეთში გაიმართოს. მეორე, უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები და მესამე, ეს მოლაპარაკება არ უნდა გადაიქცეს მესამე ძალისთვის ავღანეთის შინაურ საქმეებში ჩარევის იარაღად.“