ავღანეთში პარლამენტი ოთხშაბათს შეიკრიბება

ავღანეთში პარლამენტი ოთხშაბათს შეიკრიბება

გაერო მიესალმება ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებას ოთხშაბათს ახალი პარლამენტის მოწვევასთან დაკავშირებით. გაეროს მისიამ ავღანეთში ამ ინიციატივას პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ახალ პარლამენტს შორის თანამშრომლობის სურვილი უწოდა. ავღანეთში ამ მიმართულებით განვითარებულ მოვლენებს შეერთებული შტატების ოფიციალური პირებიც მიესალმებიან. ბოლო პერიოდში ავღანეთში პრეზიდენტსა და პარლამენტარებს შორის პოლიტიკური ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო, რადგან ჰამიდ კარზაი პარლამენტის შეკრებას არ ნიშნავდა. კარზაი პარლამენტის არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით დამატებით გამოძიებას ითხოვდა.