ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ავღანეთში აშშ-ის ახალი სტრატეგიის კრიტიკას აგრძელებს. მისი თქმით, ეს უკანასკნელი არა მშვიდობის გზავნილს ავრცელებს, არამედ ომის შესაძლებლობას ზრდის და რეგიონულ ლიდერებს შორის დაპირისპირებას ხელს უწყობს.
ქაბულში გამართული პრეს-კონფერენციისას, კარზაიმ აღნიშნა, რომ ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანის წერილი გაუგზავნა, სადაც მას უხუცესი ლიდერების მონაწილეობით, აშშ-ის სტრატეგიის განხილვას მოუწოდებს. მისი აზრით, ეს კონფლიქტის დაძლევის გზას დასახავს და ამერიკის პრეზიდენტის საომარ ხედვას გააანალიზებს.
ვაშინგტონში ოფიციალურ პირებს ჯერჯერობითნ არაფერი უთქვამთ კარზაის აღნიშნული კრიტიკის შესახებ.