რამდენიმე წელია ამერიკა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის უსაფრთხოების ორმხრივ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას სთხოვს, მაგრამ კარზაი უარს აცხადებს. ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკება რამდენიმე წლის განმავლობაში კარზაისა და ობამას ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობს. ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლაპერი აცხადებს, რომ ხელშეკრულებას ხელი სავარაუდოდ კარზაის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში არ მოეწერება:
„ხელმოწერას ორი ადამიანის თანხმობა სჭირდება. ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ პრეზიდენტი კარზაი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ აპირებს.“
ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულების თანახმად, ამერიკამ ავღანეთში 10 ათასი ჯარისკაცი უნდა დატოვოს, რომლებსაც მომდევნო 10 წლის მანძილზე ავღანეთის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გაწევა დაევალებათ. კარზაი ამერიკის სამხედრო ტაქტიკას არ იზიარებს და თალიბანთან დიალოგის დაწყებას ითხოვს.