თეირანში კარზაი და როჰანი შეხვდნენ ერთმანეთს

კვირას, თეირანში ავღანეთის პრეზიდენტს, ჰამიდ კარზაისა და მის ირანელ კოლეგას, ჰასან როჰანის შორის შეხვედრა გაიმართა. საუბარი გაიმართა ავღანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის 2014 წლის შემდეგ ავღანეთის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო დანაყოფების დარჩენის საკითხთან დაკავშირებული შეუთანხმებლობის ფონზე.

ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრა ამერიკის თავდაცვის მდივნის, ჩაკ ჰეგელის ავღანეთში სტუმრობის მეორე დღეს შედგა. ჰეგელმა განაცხადა, რომ ავღანელმა კოლეგამ მას პირობა მისცა, რომ პრეზიდენტ კარზაის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამერიკასა და ავღანეთს შორის „უსაფრთხოების პაქტს“ ხელი თავის განსაზღვრულ დროს მაინც მოეწერება.

ირანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ კარზაის პოზიციას და ავღანეთს მოუწოდებს, რომ ამერიკასთან შეთანხმებაზე უარი განაცხადოს.