რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის დეკემბერში გახსნის გეგმების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე პრაღაში გაიგო.
როგორც აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პირადად მან შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ აღნიშნული ინფორმაციის საქმის კურსში არ იყო.
რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, „რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში.“ შესაბამისი კომენტარი კარასინმა რუსულ მედიასთან, აბაშიძესთან პრაღაში 28 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.