სააკაშვილი ციხეში კვლავ შიმშილობს, ხელისუფლება ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს

Your browser doesn’t support HTML5

იუსტიციის მინისტრმა პატიმარ სააკაშვილთან, რომელიც 47 დღეა შიმშილობს, უკრაინის სახალხო დამცველი არ შეუშვა. მანამდე მსჯავრდებულთან ასევე არ შეუშვეს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის დეპუტატები. ხელისუფლება კვლავ ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს გლდანის ციხეში საფრთხე არ ემუქრება.