წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს
Your browser doesn’t support HTML5
2012 წელს 100 ჟურნალისტი იქნა მოკლული. ეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჟურნალისტების უპრეცედენტო რაოდენობაა. გაერო მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტების დაცვას ცდილობს.
2012 წლის თებერვალში სირიის ქალაქი ჰომსი მძიმე არტილერიით იბომბებოდა. რამდენიმე რაკეტა შენობას მოხვდა, რომელშიც უცხოური პრესის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. შედეგად დაიღუპა „სანდეი ტაიმსის“ კორესპონდენტი მარი კოლვილი და ფრანგი ჟურნალისტი რემი ოჩლიკი. „სანდეი ტაიმსის“ ფოტოგრაფი პოლ კონროი კი მძიმედ დაშავდა.
„პირდაპირი ცეცხლი გაგვიხსნეს. მე ფეხში დავიჭერი და მგონი ჩემი კოლეგა მარი კოლვინი მკვდარია. რემიც დაიღუპა.“
ამ კადრებზე რემი ოჩლიკია ასახული სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე. ეს ინციდენტი 2012 წელს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო. მაგრამ მის გარდა კიდევ არაერთი მსგავსი შემთხვევა მოხდა.
ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ გაერო აცხადებს, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 2012 წელს 100-ზე მეტი ჟურნალისტი იქნა მოკლული. ზოგიერთი მათგანი კი, კონკრეტულად შერჩეული სამიზნე იყო. გასულ წელს ვენაში ჩატარებული გაეროს კონფერენცია ჟურნალისტერბის დასაცავად გზების შემუშავებას ისახავდა მიზნად.
უილიამ ჰორსლი შეფილდის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორია:
„საჭიროა, რომ მსოფლიო საზოგადოებამ გააცნობიეროს, თუ რა კავშირია ჟურნალისტების მოკვლასა და კანონის უზენაესობის და მთლიანად საზოგადოების სტაბილურობის დაკნინებას შორის.“
ოქტომბერში BBC-ს ჟურნალისტიკის სკოლაში მსოფლიო მედია ორგანიზაციები შეიკრიბნენ, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის ზომების შესამუშავებლად.
2012 წელს მხოლოდ სომალიში 20 ჟურნალისტი დაიღუპა. ომარ ფარუკი სომელის ჟურნალისტთა კავშირის წარმოამდგენელია:
„სომალიში ჟურნალისტებს არა მხოლოდ ტყვიებით კლავენ, არამედ ცემითაც.“
პაკისტანელი ჟურნალისტებიც მუდმივი საფრთხის ქვეშ მუშაობენ. რამდენიმე თვის წინ სკოლის მოწაფე გოგონა მალალა იუსაფზაი ქალთა უფლებების დაცვის გამო თალიბებმა თავში დაჭრეს. მალალა გადარჩა, მაგრამ მასზე თავდასხმამ ჟურნალისტებში აღშფოთება გამოიწვია. ჰამიდ მირი პაკისტანელი ჟურნალისტია:
„თალიბანმა პაკისტანის მედიის წინააღმდეგ ომი გამოაცხადა იმის გამო, რომ ჟურნალისტებმა მალალას მხარდაჭერა გამოუცხადეს.“
ბობ ტარერი „ლონდონის სანდეი ტაიმსის“ ასოცირებული რედაქტორია, რომელიც ჟურნალისტების დასაცავად მკაცრ საკანონმდებლო გარანტიებს ითხოვს:
„ჟურნალისტების მოკვლა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულად უნდა იყოს მიჩნეული.“
იტალიელი ჟურნალისტი ანდრეა ბერნარდი 2011 წელს ლიბიაში ავტოკატასტოფაში მძიმედ დაშავდა. გამოჯანმრთელებიშ შემდეგ ის სირიაში ჩავიდა მუშაობის გასაგრძელებლად:
„უამრავ კონფლიქტში მიმუშავია ჟურნალისტად - ღაზაში, ავღანეთში, ლიბიაში. მაგრამ ისე დაუცველად თავი არსად მიგრძვნია, როგორც სირიაში. დიდ ქალაქებში ფრონტის ხაზები არ არის.“
ასევე სირიაში, დაკარგულია ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოლი. ის უცნობმა შეიარაღებულმა ადამიანებმა ნოემბერში გაიტაცეს. ჯეიმსის საქმე კიდევ ერთხელ გვახსენებს ჟურნალისტას მუშაობის საფრთხეებს - საფრთხეებს, რომლებიც ყოველწლიურად მძაფრდება.